spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“გული მწყდება, რომ ახალგაზრდა ექთანი დავკარგეთ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის მაგალითი მისცა საზოგადოებას”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდა მედიკოსის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ძალიან ვწუხვარ ახალგაზრდა მედიკოსის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. გული მწყდება, რომ პროფესიონალი, თავისი საქმისთვის თავდადებული ახალგაზრდა ექთანი დავკარგეთ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის მაგალითი მისცა საზოგადოებას.

სამწუხაროა, რომ ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქართველოს პარლამენტის სახელით, მთელი გულით ვუთანაგრძნობ გარდაცვლილი ახალგაზრდა მედიკოსის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს", – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები