spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გუმათის დასახლებაში აქციისთვის ემზადებიან

გუმათის დასახლებაში დღეს აქციისთვის ემზადებიან. რიონის ხეობის მცველები აცხადებენ, რომ ეს ადგილობრივების პასუხია, მშვიდობიანი აქციის გუშინდელ დარბევაზე. 

ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მოქმედებები უკანონოა და მოსახლეობა პროტესტს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"ჩვენი მოთხოვნა არის სრულიად სამართლიანი. ჩვენი აქციის დასაწყისში იყო მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომ კომპანია "ენკას" დაეტოვებინა ხეობა და 6 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ისე განავითარა თავისი უგნური ნაბიჯებით ეს ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა, რომ დღეს დღის წესრიგში დადგა ბლოკპოსტის მოხსნის მოთხოვნა. იმდენად წარმოუდგენელი, უსამართლო და აბსურდული სიტუაცია შექმნა, ნებისმიერი მოქალაქისთვის, თუნდაც არ იყოს დაინტერესებული ჰესის აშენება/არაშენების თემით, მისთვისაც აღმაშფოთებელია.

ჩვენ ჰესის აშენების/არაშენების თემა საერთოდ დაგვავიწყა ხელისუფლებამ იმ უკანონო გადაწყვეტილებით, რომელიც სამწუხაროდ, გვიან გასაჯაროვდა ხელშეკრულებაში, რომ ამ ხეობის ნაწილი, რომელიც გადაგვიკეტა თურქულმა კომპანიამ, გადაგვიკეტა მთლიანად ამ ტერიტორიაზე მოძრაობის საშუალება, ეგ არის ზუსტად ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამის გაპროტესტებით, რა თქმა უნდა, არ დავიღლებით. ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. მოქალაქეებს მოვუწოდებ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ შემოგვიერთდნენ, რადგან ვიცი, რომ ამით მთელი საქართველოს მოსახლეობაა შეურაცხყოფილი, მთელი ემიგრაცია აღშფოთებულია, რომ გვაკადრეს და ჩვენივე მიწაზე მოგვიწყეს ბლოკპოსტი, სადაც ადამიანებს აკავებენ საზღვრის უკანონო კვეთის მიზეზით", – განაცხადა ხეობის მცველმა მაკა სულაძემ. 

რიონის ხეობაში ვითარება დაძაბულია. ხელისუფლებამ ხეობის მცველებს ნამოხვანში კარვები დაუშალა, შემდეგ კი ტერიტორია გადახნა. ადგილობრივებს სოფელში, საკუთარ მიწაზე არ უშვებენ. ხეობაში სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. მიუხედავად ამისა, ჰესის მოწინააღმდეგეები 171-ე დღეა, პროტესტს აგრძელებენ და დანებებას არ აპირებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები