spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გუნბა აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა

ბადრა გუნბამ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შესახებ გამოაცხადა.

მისი განცხადებით, მის საარჩევნო შტაბში არსებული წინასწარი შედეგებით, ხმების 50%-ზე მეტი აქვს.

“წინასწარი შედეგები ყველასთვის ცნობილია, ამ შემთხვევაში ჩვენ ვეყრდნობით ჩვენს საარჩევნო შტაბში არსებულ ხმის მიცემის წინასწარ შედეგებს. ეს შედეგი მიღწეული იქნა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ჩვენი გუნდის ნდობის წყალობით და რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხის ხმის მიცემის შედეგი. ეს უნდა იყოს აფხაზეთის ხალხის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა გუნბამ მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ბადრა გუნბა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. მისი მეტოქე, ე.წ. ოპოზიციის კანდიდატი ადგურ არძინბაა, მას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ე.წ. არჩევნებში აქტივობამ 70%-ს გადააჭარბა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში 152 საარჩევნო უბანი მოქმედებდა. ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო რუსეთში, კერძოდ, მოსკოვსა და ჩერკესკში.

ე.წ. არჩევნებში რეგისტრირებული იყო 134 ათასზე მეტი ამომრჩეველი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები