spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გურამ მაჭარაშვილი – არცერთ ოფიციალურ საერთაშორისო ინსტიტუციას არც კი მოუკითხავს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

“ქართული ოცნების” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის (EPP) განცხადებას ეხმაურება.

 

მისი თქმით, პარტიას მიხეილ სააკაშვილის მიმართ “სუბიექტური დამოკიდებულება აქვს” და არცერთ ოფიციალურ საერთაშორისო ინსტიტუციას და არც პარტნიორებს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა არ მოუკითხავთ.

 

“სახალხო პარტია არის ის პარტია, სადაც გაერთიანებულია “ნაციონალური მოძრაობა”, აქედან გამომდინარე მემგონი ცხადია, რომ სუბიექტური დამოკიდებულება ამ პარტიის წარმომადგენლების, არ გვიკვირს ეხლა საქართველოში. არცერთ ოფიციალურ საერთაშორისო ინსტიტუციას, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორები, არცერთ მათგანს, საერთოდ არც კი მოუკითხავთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენ ამით არც ვვაჭრობთ, არც ვსპეკულიანტობთ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები