საზოგადოებაში რომ არ იყოს ეჭვები, გიული ალასანიას საუბრის ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე და მარტივად მივხვდებით, არის თუ არა ავთენტური, რითიც კითხვები მოიხსნება, – ამის შესახებ “ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“გიული ალასანიამ ჩანაწერის ნაწილი დაადასტურა, მათ შორის ის, რომ უკრაინაში სააკაშვილის დასარწმუნელად ჩავიდა, რაღაცები არ დაადასტურა და თქვა, რომ არ ახსოვს.
იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ იყოს ეჭვები, ეს ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე და მარტივად მივხვდებით, არის თუ არა ავთენტური, რითიც კითხვები მოიხსნება და ალბათ, გიული ალასანიაც გაიხსენებს, მსგავსი საუბარი იყო თუ არა ორი წლის წინ და მისი ხმა იყო თუ არა ეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.