spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გურამ მაჭარაშვილი – ჰქონდა შემთხვევები, როცა კონსტიტუციას არღვევდა, მაგრამ ბოლოს პრაქტიკულად, საზოგადოებას თავზე გადაახია კონსტიტუცია

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა, კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია და უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოიპოვა წასვლა ევროპული ვიზიტების მიზეზებით. იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა, – განაცხადა “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

 

“ამას დიდი სიხარულით არ ვამბობთ. მას ჰქონდა შემთხვევები, როცა კონსტიტუციას არღვევდა, მაგრამ ბოლო იმდენად აშკარა იყო, რომ პრაქტიკულად, საქართველოს საზოგადოებას თავზე გადაახია კონსტიტუცია. ამაზე რეაგირების არქონა შეურაცხყოფა იქნებოდა თავად კონსტიტუციისთვის. ეს სამწუხარო რეალობაა, რაშიც თავიდან ბოლომდე დამნაშავე თავად პრეზიდენტია. ბევრი მტკიცებულება არ დაგვჭირდება, გავიგოთ, რისთვის მიდიოდა პრეზიდენტი ევროპაში, მათ შორის არაევროპულ ქვეყნებში. მან პარლამენტში განაცხადა, რომ თანახმა იყო, როცა საქართველოს არ მიენიჭა სტატუსი. მეტიც, წელსაც თანახმაა, რომ საქართველოს სტატუსი არ მიენიჭოს, რადგან მისი აზრით, თურმე საქართველოს ხელისუფლება სტატუსის მისაღებად არაფერს აკეთებს.

 

ასეთ შემთხვევაში მთავრობა პრეზიდენტს თანხმობას ვერ მისცემდა, რომელიც იმ საგარეო კურსის წინააღმდეგ უნდა წასულიყო, რომელიც ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს აქვთ არჩეული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

“ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები