spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გურამ მაჭარაშვილი – ნატო არ არის თვითმიზანი და არც ევროკავშირია თვითმიზანი

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ჩვენ ამ მიმართულებასაც ვიტყვით, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

“ვინც დააპირებს, რომ საქართველოში ჩაერიოს უხეშად, ის მიიღებს იმ პასუხს, რაც აქვს დღეს საქართველოს საზოგადოებისგან.

 

ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის რაც იქნება სწორი, ის გვინდა. ნატო არ არის თვითმიზანი და არც ევროკავშირია თვითმიზანი. ევროკავშირი არის საშუალება, რომ ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ვითარდება, კიდევ უფრო განვავითაროთ.

 

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ჩვენ ამ მიმართულებასაც ვიტყვით, ეს არ მოგვერიდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები