spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გურამ მაჭარაშვილი – პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უცხოური ძალების მხრიდან იმართება

თუ ვინმე ახდენს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ეს არის სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

“ეს პრეზიდენტის თემაა, მან აიღო საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და მე ვიტყოდი, დიდი ტვირთი. ამის მერე რა რადიკალურ პროცესებსაც ნიკა გვარამია მიმართავს, ამაზეც აიღო პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა და ამას როგორ იტვირთებს, ამას ჩვენ ვნახავთ. 

 

პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ის არ ეკუთვნის თავის თავს და ის იმართება, სამწუხაროდ, უცხოური ძალების მხრიდან. 

 

მაინც იმას გავაკეთებ, რაც მაქვს ჩაფიქრებულიო და ის კი არ გააკეთა, რაც თვითონ აქვს ჩაფიქრებული, რაც უთხრეს ის გააკეთა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები