spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გურამ მაჭარაშვილი – რა უკვირს ზურაბიშვილს? არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა?

ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველი და ნახევრად ევროპელია, პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს  და ახლა რა უკვირს ზურაბიშვილს? არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?, – ამის შესახებ პარტია “ხალის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია.

“ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა საქართველო, ამბობდა, რომ შავი ხვრელებია საქართველოში, ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველი და ნახევრად ევროპელია, პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს და ქართულ საზოგადოებას და ახლა რა უკვირს ზურაბიშვილს? არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა? აბა, რა ჰგონია ნებისმიერ ადამიანს?! როცა იქ ზიხარ დაცვასთან ერთად, შეყუჟული რომ ხარ ადმინისტრაციაში, იცი, რომ იქ ვერავინ მოგთხოვს პასუხს, ხომ გაგივა ეს დრო?

რა თქმა უნდა, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება, ეს იქნება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში უცნობი პირები დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები