spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გურამ მაჭარაშვილი – რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ საზოგადოება ვარდებით არ შეხვდება

ის, რომ პროტესტი გამოხატოს საზოგადოებამ ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ეს მათი უფლებაა, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი საგარეჯოში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე თავდასხმას.

 

“ძალადობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ყველა მხრიდან ჩვენ ვგმობთ, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, მაგრამ ის რეაქციები, რაც არის საზოგადოებაში, როცა ჩადიხარ ასეთი, რომ იტყვიან კრიმინალური წარსულის მქონე პარტიის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე, რომელსაც აღებული აქვს თავის თავზე უამრავი დანაშაული და ამავდროულად ბოდიში არ აქვს მოხდილი არავისთან. რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ საზოგადოება ვარდებით არ შეხვდება.

 

ძალადობა სხვა რამეა, ძალადობას მე ვგმობ, მაგრამ ის, რომ პროტესტი გამოხატოს საზოგადოებამ ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ეს მათი უფლებაა”, – აცხადებს მაჭარაშვილი.

 

საგარეჯოში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ოპოზიციური პარტია პენსიონერებთან შეხვედრას გეგმავდა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები