მიხეილ სააკაშვილის გამოშვება უდრის საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „იმედთან“ განაცხადა.
“უკრაინის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა პირდაპირ თქვა: დღეს რომ სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, ის შეძლებდა ომის ჩართვას. ეს ნიშნავს, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნა პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება იმას, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩართული იყოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გამგზავრებას ითხოვს. პარტიის წევრების თქმით, ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა.