spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გურამ მაჭარაშვილი – სამი საათით გაფიცვა რას ნიშნავს? სამი საათი შესვენებაა და შესვენება გამოაცხადეს

პარტია “ხალის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პროტესტის ნიშნად კომპანიების გაფიცვას კეკლუც ნაბიჯს უწოდებს.

მისი თქმით, თუ ეს სისტემა და ქვეყანა არ გაწყობს, საერთოდ დაიხურე ქუდი და წადი.

“რას ნიშნავს კერძო სექტორის გაფიცვა?! ან სამი საათით გაფიცვა რას ნიშნავს? სამი საათი შესვენებაა და შესვენება გამოაცხადეს. შესვენების გამოცხადება გაფიცვა არ არის. თუ იფიცები, ნება იბოძე და თქვი, რომ რაღაც მომენტის შესრულებამდე ოპერირება აღარ გექნება. გაიფიცეთ და ნახავთ, რომ ალტერნატივა მაშინვე გამოჩნდება – ასეთია ეკონომიკის პრინციპი.

ეს არის პოლიტიკური კეკლუცი – იმიტომ, რომ იციან, ამას ეფექტი არ ექნება, მაგრამ იფიცებიან იმისთვის, რომ რადიკალურ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” თავი მოაწონონ. ეს ყველაფერი იწერება და თავის დროზე ქართველი ხალხი პასუხს გასცემს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები