spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გურამ მაჭარაშვილი – თუ ქვეყანა იქცევა და მაინც უნდა მიანიჭონ სტატუსი, ეს ლოგიკასთან კავშირში არ არის

თუ ქვეყანა იქცევა და მაინც უნდა მიანიჭონ სტატუსი, ეს ლოგიკასთან კავშირში არ არის, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა ევროპარლამენტარების შეფასებების კომენტირებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, თუ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, სწორედ ამ ხალხმა აირჩია 9-ჯერ ეს ხელისუფლება. 

 

“ამ განცხადებებიდან აბსოლუტური უმრავლესობა იყო უსაფუძვლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ისინი რეალურად ფიქრობენ და მტკიცებულებებიც აქვთ,  რომ საქართველოში არის პრორუსული მთავრობა, ოლიგარქია, დემოკრატია უკან მიდის, ქვეყანა იქცევა და ამის ფონზე მაინც უნდა მიანიჭონ სტატუსი, ბუნებრივია, ეს ლოგიკასთან კავშირში არ არის.

 

კონტექსტი ამ განცხადებებისა არის ის, რომ მიუხედავად მათ კრიტიკული დამოკიდებულებებისა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. თავისთავად ამ ქართველმა ხალხმა 9-ჯერ აირჩია ეს მმართველი ძალა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები