უკრაინაში პრეზიდენტი რადაში საქართველოს ელჩთან ერთად არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ომიც გამოვიარეთ და ყველაფერი, – ამის შესახებ Fron News- ს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, არ არის საჭირო ფორმალური საკითხების ერთმანეთში აღრევა და იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე არის რეალური მხარდაჭერა, მითუმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან.
“პრეზიდენტი როდესაც მობრძანდება პარლამენტში, მას აქვს თავისი პროტოკოლი. მით უფრო, როდესაც საუბრობ საყოველთაო შერიგებასა და ერთიანობაზე. რა გუნდურობაზეა საუბარი, როდესაც პრეზიდენტი პარლამენტში მიდის და არ იცის პარლამენტმა, ვინ შემოყვება დარბაზში. ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი მეუხერხულება, ყველამ იკითხა – ეს ვინ მოყვება პრეზიდენტს?დიპლომატიური წარმომადგენლები სხედან მათთვის განკუთვნილ, საპატიო ადგილას, იქ არის ყველა ელჩისა და დიპლომატიური წარმომადგენლის ადგილი. პრეზიდენტის შემოსვლა ყოველწლიურ ანგარიშზე სხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლთან ერთად არაფერში ჯდება.
ეს ითქვა იმიტომ, რომ აღნიშნულიყო და არა იმისთვის, რომ პრობლემა შექმნილიყო. სათქმელი იყო ნამდვილად, რადგან როდესაც ინსტიტუციებზეა საუბარი, მხარდაჭერა გასაგებია და ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ უკრაინაში პრეზიდენტი რადაში რომ შედის, იქ საქართველოს ელჩთან ერთად არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ომიც გამოვიარეთ და ყველაფერი, სამწუხაროდ, არ არის საჭირო ფორმალური საკითხების აღრევა ერთმანეთში და იმაზე მეტი, ვიდრე არის რეალური მხარდაჭერა, მითუმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან.
აქ საუბარია ინსტიტუციებზე, წესზე რომლიც უნდა დავიცვათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან ანდრეი კასიანოვთან ერთად შევიდა, რასაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის მამუკა მდინარაძის უკმაყოფილება მოყვა.