spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გურამ მაჭარაშვილი – ვერც დაითვალა სამი გავიდა თუ ოთხი, არ დაავიწყდეს ვის მიერაა არჩეული

პრეზიდენტის გამოსვლა რბილად რომ შევაფასოთ სამართლებრივად და ადამიანურადაც იყო აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

“სამწუხაროდ, მან დღემდე ვერ ისწავლა კონსტიტუციაში მისი კონკრეტული ფუნქციები, ყოველი მისი განცხადების დროს, მისი განცხადება არამხოლოდ არ ემთხვევა კონსტიტუციაში მის ფუნქციებს, არამედ ესკალაციისკენ არის მიმართული.

 

ამ განცხადებით, რომ ერთი კონსტიტუციური ორგანო – პრეზიდენტი, მეორე კონსტიტუციურ ორგანოს – პარლამენტის წევრებს აგდებულად მოიხსენიებს, ვერც დაითვალა სამი გავიდა თუ ოთხი, აქაც ან ეშლება და აგდებულად იხსენებს. მას არ დაავიწყდეს ვის მიერაა არჩეული”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “უნდა გაემიჯნოს პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს, თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები