გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ვაჩნაძიანში “ჰონდას” მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა.
ავტომობილი ეზოში მყოფ ქალებს შეეჯახა, ორივე მათგანი გარდაიცვალა.