spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის სამი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

გარდაცვლილია ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი.

 

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მცირე ტიპის ტრაქტორს შეეჯახა, რის შემდეგაც მოცურდა და ამობრუნდა.

 

ავტომობილში მყოფი პირები გურჯაანის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ვერცერთის გადარჩენა მოხერხდა.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები