spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გურჯაანში 60 წლის მამაკაცმა სავარაუდოდ, შურისძიების გამო მეზობელი მოკლა

გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მამაკაცმა მეზობელი მოკლა. 

 

ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცმა 36 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. 

 

მათივე თქმით, მომხდარი სავარაუდოდ, 2013 წელს მომხდარი მკვლელობის გამო შურისძიებას უკავშირდება. ცნობილია, რომ მაშინ, მოკლულმა მკვლელობაში ბრალდებულის დისშვილი მოკლა.

 

პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები