გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავისუფლების ქუჩაზე ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მრავლობითი დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, ამ ეტაპზე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.