გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, 62 წლის მამაკაცი გზის პირას ჭაში ჩავიდა, რათა წყალი სოფლის სხვა უბანზე გადაემისამართებინა, თუმცა ამოსვლა ვეღარ შეძლო. მის დასახმარებლად ჭაში ჩავიდა შვილიც, თუმცა ამოსვლა მანაც ვერ მოახერხა.
ისინი ჭიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
ადგილზე მისულ ექიმებს ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ.