ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა-დაწინაურების პროცესი არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული, – ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა გურო იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მაია ბაქრაძე არის ერთ-ერთი, რომელიც განსხვავებული აზრის გამო განდევნეს.
“ევროპის სასამართლომ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ეს არგუმენტაცია აბსოლუტურად გაიზიარა და დაადგინა მაია ბაქრაძის ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევა.
ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა-დაწინაურების პროცესი არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული მთელი ამ წლების განმავლობაში და ის რეალურად, ემსახურებოდა სისტემიდან განსხვავებული აზრების განდევნას და მაია ბაქრაძე არის ასეთი არა ერთადერთი მოსამართლე, არამედ ძალიან ბევრ მოსამართლეში ერთ-ერთი”, – განაცხადა გურო იმნაძემ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 14-ე – დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებთან მიმართებაში.