spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

GWP – აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი.

 

“სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენი სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

 

მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

 

წყალმომარაგების კრიზისი სოფელ  წიწამურთან, არაგვის ხეობაში მომხდარი ავარიის გამო შეიქმნა. სამშენებლო ნარჩენებისგან შექმნილი ხელოვნური ფერდი დაიძრა, რამაც მილსადენი დააზიანა. შედეგად თბილისის ნაწილს, მცხეთას და მიმდებარე სოფლებს წყალი გრაფიკით მიეწოდება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები