spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა.

 

“დღეს გავაფორმე მოთხოვნა საქართველოს ვითარებაზე სამი პირის დაპატიმრებაზე. ესენი არიან: გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვის ძე მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;

ჰამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;

დავით სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში”, – განაცხადა პროკურორმა.

მეოთხე ბრალდებული, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი ვიაჩესლავ ბორისოვი, რომელიც იმ დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილე იყო, გარდაცვლილია. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები