spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰაგარი – ჩვენმა ჯარებმა მთლიანად ალყა შემოარტყეს ქალაქ ღაზას, ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ არის

ისრაელის სახმელეთო ძალებმა მთლიანად ალყა შემოარტყეს ქალაქ ღაზას, ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ IDF-ის პრესმდივანმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა.

 

”ჩვენმა ჯარებმა დაასრულეს ქალაქი ღაზას, “ჰამასის” მოქმედების ცენტრის ალყა”, – აღნიშნა მან.

 

მისი თქმით, “ჰამასის” ლიდერი ისმაილ ჰანიე, რომელიც კატარში ცხოვრობს, ირანში საკუთარი თვითმფრინავით უნდა ჩავიდეს.

 

“ისინი ცდილობენ ჩვენი ყურადღების გატანას ღაზას პრობლემის გადაწყვეტისგან და ჩვენ ორიენტირებული ვართ “ჰამასზე“, – აღნიშნა ჰაგარმა.

 

კითხვაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მან განაცხადა, რომ “ტერმინი “ცეცხლის შეწყვეტა“ ამ დროისთვის დღის წესრიგში საერთოდ არ დგას“.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები