spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ჰამასის” ტყვეობაში 200-მდე ადამიანი იმყოფება

IDF-ს წარმომადგენელი, კონტრადმირალი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროებმა უკვე შეატყობინეს 199 მძევლის ოჯახებს, რომ მათი ახლობლები ღაზას სექტორში იმყოფებიან.

 

“თავდასხმის შემდეგ “ჰამასის” ტერორისტების მძევლებს შორის ბევრი მოხუცები, ბავშვები და ქალები არიან”, – წერს The Times of Israel.

 

ჰაგარის თქმით, სამხედროებს გარკვეული ინფორმაცია აქვთ ღაზას სექტორში მძევლების ადგილსამყოფელის შესახებ.

 

“ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, სად არიან მძევლები ღაზას სექტორში და გვაქვს ასეთი ინფორმაცია. ჩვენ არ განვახორციელებთ თავდასხმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხალხს”, – აღნიშნა მან.

 

აქამდე ღაზაში დადასტურებული მძევლების რაოდენობა 126 იყო.

 

ისრაელში “ჰამასის” შეჭრის ფონზე, შეერთებული შტატები არ გამორიცხავს თავისი ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას დატყვევებული მძევლების გასათავისუფლებლად.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები