“ჰამასმა” ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა, – ამის შესახებ დაჯგუფების შეიარაღებული ფრთის სპიკერმა განაცხადა.
The Guardian წერს, რომ მძევლები – დედა და მისი ქალიშვილი კატარის შუამავლობის მცდელობის საპასუხოდ “ჰუმანიტარული ნიშნით” გაათავისუფლეს.
“ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ “ჰამასმა” გაათავისუფლა ორი ამერიკელი მძევალი”, – წერს Axios-ის რეპორტიორი.
როგორც BBC-ის კორესპონდენტი წერს, ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გათავისუფლება იყო “ჰამასის” მიერ გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯი და არა შეთანხმების ნაწილი.