spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰამილტონი – ივანიშვილის სანქცირება, ვფიქრობ, ნამდვილად მისასალმებელი და საჭირო იყო

ივანიშვილის სანქცირება, ვფიქრობ, ნამდვილად მისასალმებელი და საჭირო იყო, – ამის შესახებ ამერიკის არმიის თადარიგის პოლკოვნიკმა ბობ ჰამილტონმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციების დაწესება იმის თქმას ნიშნავდა, რომ ამერიკა ხედავს საქართველოს არა მხოლოდ, როგორც ავტორიტარულს, არამედ როგორც პრორუსულს.

“ივანიშვილის სანქცირება, ვფიქრობ, ნამდვილად მისასალმებელი და საჭირო იყო. სანქციების დაწესება იმის თქმას ნიშნავდა, რომ ამერიკა ხედავს საქართველოს არა მხოლოდ, როგორც ავტორიტარულს, არამედ როგორც პრორუსულს.

საქართველო დასავლური მთავრობებისგან უფრო ნაკლებ ყურადღებას მიიღებს და უფრო ნაკლებად პრიორიტეტული გახდება. საქართველოს მნიშვნელობა დასავლეთისთვის ორ ფაქტორს ეფუძნებოდა – იდეა, რომ საქართველო აშენებდა სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ მმართველობას იმ სამეზობლოში, სადაც ეს ყველაფერი ძალიან იშვიათია და მას შეეძლო ყველასთვის მაგალითი ყოფილიყო”, – განაცხადა ბობ ჰამილტონმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები