აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. მან ოპონენტს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
სატელეფონო საუბრისას ჰარისმა ხაზი გაუსვა ძალაუფლებისა და პრეზიდენტის თანამდებობის მშვიდობიან გადაცემის მნიშვნელობას.
კამალა ჰარისი მხარდამჭერებს სავარაუდოდ, დღეს მიმართავს და დამარცხებას აღიარებს.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში “რესპუბლიკური პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 2025 წლის 25 იანვარს გაიმართება, ის ოფიციალურად გახდება ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი.