spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰელგა მარია შმიდი – ვიზიარებთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში

ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას “ტვიტერზე” ეხმაურება.

 

ჰელგა მარია შმიდის თქმით,  ეუთო იზიარებს საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად არის სხვადასხვა მიმართულებით  თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

 

“სასიამოვნო იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნახვა.

 

ვიზიარებთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად ვართ ეუთოს ჩართულობით სხვადასხვა მიმართულებით  რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა”,-აღნიშნავს ეუთოს გენერალური მდივანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები