ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო ვილსონი, თანათავმჯდომარე ბენ კარდინი და წამყვანი კანონმდებლები, კონგრესმენი სტივ კოენი და სენატორი როჯერ უიკერი ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
“დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველი ხალხი ძალიან ნათლად და თანმიმდევრულად ირჩევდა იმას, რომ ყოფილიყო დემოკრატიული, ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი. თუმცა ანტიდემოკრატიული, რუსული სტილის კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ, თუ ის ამოქმედდა, იქნება უარყოფა ქართველი ხალხის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის მისწრაფებებს და ხაზს გაუსვამს ქართული დემოკრატიის სწრაფ უკუსვლას. ეს ასევე აჩვენებს ახლანდელი მთავრობის მზარდ სიახლოვეს რუსეთთან – იმავე ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, იტაცებს მის მოქალაქეებს, უგულებელყოფს მის სუვერენიტეტს და გენოციდურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.
ეს კანონი, ისევე როგორც მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე. 1991 წლიდან ამერიკა ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი მეგობარია და ეს მთავრობის პოზიციის მიუხედავად, არ შეიცვლება. ჩვენი მეგობრობის სულისკვეთების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარყოს ინიცირებული კანონპროექტი და განაახლოს მისი ერთგულება დემოკრატიის მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.