spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, გაყინულია

ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა, – ამის შესახებ ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ განაცხადა.

 

“როდესაც საუბარია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს გაეყინათ ფული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად იყო გამოყოფილი, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში. ამ მომენტისთვის, ფული, რომლის გადარიცხვასაც თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, რაც 30 მილიონ ევროს მოიცავს, გაყინულია.

 

და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, სხვა ნაბიჯებიც იქნება. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება და შევეცდებით, მთავრობისადმი ეს პირდაპირი მხარდაჭერა გადავიტანოთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისკენ, ამის შესახებ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამოაცხადეს”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები