ჩვენ გულწრფელად გვაქვს იმედი, რომ ოქტომბერში, როდესაც გაფართოების შესახებ ახალი ანგარიშის პროექტი შედგება ევროკომისიის მიერ, რაც მოიცავს რეკომენდაციებსაც, იქნება საკმარისი პროგრესი მიღწეული ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
“გასული წლის დეკემბერში ყველამ ვიზეიმეთ ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მე პირადად ვიყავი ძალზე ბედნიერი. ყველამ მივულოცეთ ერთმანეთს და ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ახლა საქართველო ფორმალურად არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. თუმცა, ამის მისაღწევად არსებობს რამდენიმე ეტაპი. შემდეგი ნაბიჯი არის მოლაპარაკებების დაწყება. ჩვენ გულწრფელად გვაქვს იმედი, რომ ამ ეტაპზე რაც შეიძლება მალე გადავალთ. იმისთვის, რომ ამას მივაღწიოთ, საქართველომ მიიღო ცხრა ნაბიჯი, რომელთა იმპლემენტაციაა საჭირო. მათი იმპლემენტაცია უკვე მიმდინარეობს. ამ ნაბიჯების იმპლემენტაციას დონეს შევაფასებთ გაფართოების შესახებ მომდევნო ანგარიშში. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ ანგარიშზე. გავმართეთ კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან გუშინ, ასევე გვექნება კონსულტაციები ბიზნესის წარმომადგენლებთან ამ კვირაში, ასევე საკუთარ წვლილს შეიტანს ხელისუფლება. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან ღიად და გამჭვირვალედ. ჩვენ გულწრფელად გვაქვს იმედი, რომ წელს ოქტომბერში, როდესაც გაფართოების შესახებ ახალი ანგარიშის პროექტი შედგება ევროკომისიის მიერ, რაც მოიცავს რეკომენდაციებსაც, იქნება საკმარისი პროგრესი მიღწეული ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით და იქნება პოზიტიური რეკომენდაცია ევროკომისიისგან და ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოსგან, რომ გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს გადაწყვეტილება ისევ იქნება ერთსულოვნად მიღებული ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ, როგორც ეს შარშან დეკემბერში მოხდა. ახლა გვჭირდება რაც შეიძლება მეტი პროგრესი ცხრავე ნაბიჯთან დაკავშირებით, რომ ევროკომისიამ გასცეს დადებითი რეკომენდაცია და წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტონ, გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, გახსნან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.
მე არ შევაფასებ ცხრა ნაბიჯის იმპლემენტაციის დონეს დღეს. ჯერ ძალიან ადრეა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოში არის არჩევნები ოქტომბერში, რაც ბუნებრივად, მიიპყრობს დიდ ყურადღებას, წაიღებს ყველა პოლიტიკური ლიდერის ბევრ ენერგიას. მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად ყველამ იმუშაოს წინსვლისთვის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს საჭიროებას, რომ მთავრობა იყოს ინკლუზიური, ჩართოს ოპოზიციაც. ოპოზიციისთვის ეს ნიშნავს კონსტრუქციულ მიდგომას და მთავრობასთან მუშაობის მცდელობას, რათა პროგრესი იყოს მიღწეული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მუდამ ვუსვამთ ხაზს, ასევე საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ჩართულობა. ასე რომ, გულწრფელად მაქვს იმედი, რომ საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, იქნებ ეროვნული კონსენსუსი და ყველა იმუშავებს ერთად ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა ელჩმა.