spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – არჩევნები გაიმართება ერთ კვირაში და ახლა თქვენ, ქართველებმა უნდა განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის მომავალი

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მომავალ მთავრობას სურს ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გაგრძელება, ეს შეიძლება, მოხდეს მხოლოდ იმ ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების საფუძველზე, რომლებზეც ევროკავშირია აგებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი გზავნილი, პირველი რიგში, ის არის, რომ ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით.

“ქართველი ხალხი თუ აირჩევს ისეთ მომავალს, რომელიც გულისხმობს ცხოვრებას ერთპარტიულ სახელმწიფოში, ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არ შეუძლიათ თავისუფლად ფუნქციონირება, სადაც არ არის მედიის თავისუფლება, სადაც თითოეული ადამიანის უფლებები არ არის დაცული, არანაირი გზა არ არსებობს, რომ საქართველო ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენ, ევროკავშირის წევრებს. ეს ღირებულებები არ ექვემდებარება მოლაპარაკებას.

გუშინ და დღეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან ბრიუსელში. ისინი განიხილავენ ევროკავშირის წინაშე მდგარ ყველა მწვავე საკითხს.  სამწუხაროდ, ასევე განიხილავდნენ ვითარებას საქართველოში. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ მიიღო დასკვნები საქართველოს შესახებ. გთხოვთ, გადახედეთ. ეს არის ევროკავშირის პოზიცია, შეთანხმებული უმაღლეს დონეზე, 27 პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დონეზე. მთავარი გზავნილებია: პირველი რიგში ის, რომ ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხალხის სურვილს, შეუერთდეს ევროკავშირს. მეორე გზავნილია – არსებული მდგომარეობა, რომელიც, სამწუხაროდ, საგანგაშოა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს. ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალია, რომელმაც განზრახ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქმედებებით, განცხადებებით და კანონმდებლობით, საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირს, ნაცვლად იმისა, რომ დაეახლოებინა.

არჩევნები გაიმართება ერთ კვირაში და ახლა თქვენ, ქართველებმა უნდა განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის მომავალი. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი მომავალი გსურთ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, თქვენი გადასაწყვეტია, გინდათ ევროკავშირში გაწევრიანება თუ არა. ჩვენი მხრიდან  მზად ვართ მივესალმოთ საქართველოს ჩვენს ოჯახში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რომელიც გვეხება ყველა წევრ ქვეყანას. ეს წესები მარტივია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები