spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს აღქმის გაუმჯობესება, ასევე 27 წევრ ქვეყანაში

ჩვენ გვჭირდება პოზიტიური და კონსტრუქციული ამბები მოდიოდეს საქართველოდან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

 

“გასულ წელს, ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, მიეცათ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა. ისინი ასევე შეთანხმდნენ 12 პრიორიტეტზე, 12 საკითხზე, სადაც საქართველომ უნდა გაზარდოს რეფორმები, ეს არის სამუშაო პროგრესი, ძალიან ბევრი რამ უკვე გაკეთდა. მსურს, მივულოცო მთავრობას ბევრი რეფორმა, ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებულია, მაგრამ სხვა გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ მოსალოდნელია. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ პროგრესს. 

 

ვიმედოვნებთ, რომ მაქსიმალურად დიდი პროგრესი იქნება მიღწეული 12 პრიორიტეტზე. ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება პოზიტიური და კონსტრუქციული ამბები მოდიოდეს საქართველოდან. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს აღქმის გაუმჯობესება, ასევე 27 წევრ ქვეყანაში. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა და ჩვენი მხრივ, ვეცდებით, ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დავეხმაროთ მთავრობას პოზიტიური ატმოსფეროს შესაქმნელად 12 პრიორიტეტის შესრულების საფუძველზე, ასევე საქართველოს საერთო აღქმის საფუძველზე“, – განაცხადა ელჩმა.

 

მისივე თქმით, 12 პრიორიტეტი, რომლებიც საქართველომ გასულ წელს მიიღო, შეთანხმებულია უმაღლეს დონეზე ევროკავშირის ლიდერების მიერ. 

 

“ასე რომ, ცხადია, არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ეს პრიორიტეტი (დეოლიგარქიზაცია) ამოღებულ იქნეს. პრიორიტეტი ნომერი 5 ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსა და სხვა პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის. ჩვენ ვდგავართ ინტერესების გადაჭარბებული გავლენის არსებობის გამოწვევის წინაშე ბიზნესში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება, რომ საქართველოსთვის ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა გადაწყვეტილი უნდა იყოს, თუ როგორ, ცხადია, ეს ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ პრობლემა რჩება და ჩვენ ველით, რომ ის გადაიჭრება”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ თუ ევროკომისია დეოლიგარქიზაციის ჩანაწერს 12 პუნქტიდან ამოიღებს და ვენეციის კომისიის დასკვნას გაიზიარებს, მმართველი პარტია კანონს აღარ მიიღებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები