ძალიან მნიშვნელოვანია სათანადო ორგანოებმა და საარჩევნო კომისიამ დამოუკიდებლად ჩაატარონ ეს გამოძიება და პასუხი გასცეს არსებულ ბრალდებებს. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ გაიგოს პასუხი დასმულ კითხვებზე, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ახალი მთავრობა არ არსებობს.
“ჯერჯერობით არ ყოფილა საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგები არჩევნების და ახალი პარლამენტი არ არის მოწვეული, შესაბამისად, არ არსებობს ახალი მთავრობა. დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს იმ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნებზე. ძალიან მნიშვნელოვანია სათანადო ორგანოებმა და საარჩევნო კომისიამ დამოუკიდებლად ჩაატაროს ეს გამოძიება და პასუხი გასცეს არსებულ ბრალდებებს. ასევე მივმართავ საქართველოს სპეციალურ სამსახურებს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ გაიგოს პასუხი დასმულ კითხვებზე და აუცილებელია, ამ დარღვევების გამოძიება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.