spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – ევროპარლამენტის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები

ევროპარლამენტში არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ამ ევროპარლამენტარებს შეუძლიათ, თავისუფლად გამოხატონ შეხედულება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ელჩმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვით საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.

 

“ევროპარლამენტის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები. მე ვიცი, რომ ევროპარლამენტში არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ ევროპარლამენტარებს შეუძლიათ, გამოთქვან თავისი შეხედულება თავისუფლად, ჩარევის გარეშე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები