spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – იმპიჩმენტის პროცედურა არ ეხმარება საქართველოს, გახდეს სტაბილური, მყარი ქვეყანა ძლიერი ინსტიტუტებით

ჩვენ გვინდა, საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძალიან ძლიერი ინსტიტუტებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

 

“პრეზიდენტის მიმდინარე იმპიჩმენტზე თუ მკითხავთ, მე უცხოელი დიპლომატი ვარ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან არ მინდა, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა. რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძალიან ძლიერი ინსტიტუტებით.

 

ასე რომ, რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის პროცედურა არ არის ის, რაც ეხმარება საქართველოს, გახდეს სტაბილური, ძლიერი, მყარი ქვეყანა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, მაგრამ კიდევ ერთხელ, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები