spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი

კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” არის აშკარა უკან გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

 

“27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ ბრიუსელში და მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული განრიგი მომდევნო პერიოდისთვის, ასევე შეათანხმეს ევროკავშირის ახალი ლიდერების ვინაობა. ასევე გაიმეორეს მტკიცე ერთგულება უკრაინის დაცვისადმი და გარდა ამისა, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, მათ შეაჩერეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი ევროკავშირში. ეს მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული ევროპული საბჭოს დასკვნაში. იქ სულ რამდენიმე პარაგრაფია და ყურადღებით შეგიძლიათ წაიკითხოთ. კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” არის აშკარა უკან გადადგმული ნაბიჯი.

 

გაფართოება ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ახლად არჩეული ხელმძღვანელობის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღა. საქართველოს შემთხვევაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, რათა საქართველო იყოს ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოების ნაწილი“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ იმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები