spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – მოვუწოდებთ მმართველ პარტიას დეესკალაციისკენ

ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია ამ ცვლილებით. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას დეესკალაციისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჰერჩინსკი ხელისუფლებას მოუწოდებს,  მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ ძალადობა შეწყვიტონ.

“ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია ამ ცვლილებით. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას დეესკალაციისკენ და რომ დაასრულოს საპროტესტო აქციების მშვიდობიანი მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ სასტიკი და უკანონო ძალის გამოყენება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი “ევროპული ბიზნესის” ინიციატივით ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა. განხილვის თემა ევროინტეგრაციის კუთხით ცვლილებები იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები