გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არის სრულად დაცული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
“ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, თუ როგორ ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, მიუდგეს მის პატიმრობას. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ, როგორც ევროკავშირს, ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ მისი უფლებები არის სრულად დაცული.
რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ხელისუფლებას შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში, რომელიც სამწუხაროდ, პოლარიზაციას უწყობს ხელს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.