spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ხელს არ უწყობს ნომერ პირველ პრიორიტეტის, დეპოლარიზაციის შესრულებას

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ხელს არ უწყობს ევროკავშირის 2 პრიორიტეტის შესრულებას.

 

“მე უკვე ერთ წელზე მეტია, საქართველოში ვარ, ძალიან ყურადღებით ვისმენ, რას ამბობენ სხვადასხვა პოლიტიკოსები. ზოგი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შეასრულა, სხვა პოლიტიკოსებისგან კი ვისმენ, რომ არაფერი შესრულებულა. თუ თქვენ მკითხავთ ჩემი პოზიციის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ სურათი არის შერეული.

 

ერთი მხრივ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი გაკეთდა, განსაკუთრებით უმაღლესი წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, მეორე მხრივ კი კვლავ გვესმის საქართველოდან წამოსული შერეული სიგნალები. გვაქვს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესი, რომელიც ცალსახად არ უწყობს ხელს ნომერ პირველ პრიორიტეტის, დეპოლარიზაციის შესრულებას.

 

არსებობს კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც არ უწყობს ხელს რიგით მეორე რეკომენდაციის შესრულებას. კვლავ არის ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას 27 სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები