spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – ყველა პოლიტიკურ ლიდერს გთხოვთ, მოუსმინოთ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა

ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების ურყევ ერთგულებას მოითხოვს, ამისათვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და ასევე ბევრი კომპრომისი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

“საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც ამჟამად და ევროკავშირის კარი არასდროს ყოფილა ასე ფართოდ ღია საქართველოსთვის, როგორც ახლა. ჩვენ მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაკავშირებს. 

 

ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ამისათვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და ასევე ბევრი კომპრომისი, ეს არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. ამ საოცარ დროს საქართველოსთვის, ეს ასევე უმნიშვნელოვანესია. 

 

ყველა პოლიტიკურ ლიდერს გთხოვთ, გააკეთოთ პაუზა და მოუსმინოთ თუ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა. საქართველომ ეს უნიკალური შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

 

საქართველოს მიერ მიღწეული უზარმაზარი წინსვლის მოწმეები გავხდით, საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მშვიდობისმოყვარე, თავისუფალი, მამაცი და სტუმართმოყვარე ერია, უძველესი ისტორიით, დიდებული კულტურით და მდიდარი ტრადიციებით. აღვნიშნავთ საქართველოს უნიკალურობას და მოუთმენლად ველით, მოგესალმოთ, როგორც ევროპული ოჯახის წევრს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ადგილი ევროპაშია და ევროკავშირი არ იქნება სრული საქართველოს გარეშე”, –  განაცხადა ელჩმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები