spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – სანქციებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ერთსულოვნება არ არსებობს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ კონსენსუსი იქნება მიღწეული

ჩემი როლია, საჯაროდ ვისაუბრო, რა სტადიაზეა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩმა სანქციების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სანქციებთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ კონსენსუსი შედგება.

“მე სიამოვნებით შევაქებდი მთავრობას რეფორმების გამო, დადებითს ვიტყოდი მოვლენებზე, მაგრამ სამწუხაროდ, როცა ვსაუბრობთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ეს ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ჩვენ ფინანსური დახმარება შევუჩერეთ მთავრობას, დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს შევუჩერეთ გადაადგილება, ჩვენი დახმარება მივმართეთ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით, რომლებიც რთულ მდგომარეობაში არიან.

ჩემი როლია, საჯაროდ ვისაუბრო, რა სტადიაზეა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მე, როგორც ელჩი, ვისურვებდი, რომ სულ სხვა ადგილას ვიყოთ, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა ასეთია.

ევროკავშირმა მიანიჭა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუმცა მას შემდეგ საქართველო დაახლოების ნაცვლად, ევროპას დაშორდა. ეს არის სამწუხარო.

ყოველწლიურად ევროკავშირი დაახლოებით, 85-100 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად, ამ თანხის უმეტესი ნაწილი პირდაპირ საქართველოს მთავრობას გადაეცემა, აქედან თითქმის 50% კი სახელმწიფო ბიუჯეტში ხვდება, დიდი ნაწილი კი მიემართება ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროებთან თანამშრომლობენ.

დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის მიმდინარეობს მსჯელობა სანქციების შესახებ, რომელიც მიმართული იქნება იმ პირების წინააღმდეგ საქართველოში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ამ ეტაპზე ერთსულოვნება არ არსებობს, მაგრამ მუშაობა გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ კონსენსუსი იქნება მიღწეული.

რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს ახორციელებს მთელ მსოფლიოში, მოლდოვასა და საქართველოში და კიდევ ბევრ ქვეყანაში. არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება რუსეთის პროპაგანდა ასეთი აშკარა სიცრუის გავრცელებით, მაგრამ ეს არის აღმაშფოთებელი სიცრუე. დღეს შევხვდი ბევრ ადამიანს, რომლებიც შორს არიან პოლიტიკისგან, ბევრმა მათგანმა გამომიცხადა სოლიდარობა. საქართველოში ვითარება უკიდურესად რთულია და იმედი მაქვს, ქართველები იპოვიან გამოსავალს”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები