spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – საქართველომ უნდა დააჩქაროს მუშაობა, რომ გადავიდეს შემდეგ ეტაპზე

კარგი ამბებია უკრაინისა და მოლდოვისთვის, არაჩვეულებრივი ამბავია ბოსნიისთვის, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადადის და ამიტომ საქართველომ უნდა დააჩქაროს მუშაობა, რომ ასევე გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

 

“გუშინ და დღეს გვქონდა მორიგი ევროპული საბჭოს სხდომა. იყო ძალიან დატვირთული განრიგი და განხილულ თემებს შორის იყო გაფართოებაც. ჩვენ ევროკავშირში სერიოზულად განვიხილავთ ამ საკითხს და გვინდა, რომ მოვიწვიოთ ახალი წევრები. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, რომ დააჩქარონ რეფორმები.

 

კარგი ამბებია უკრაინისა და მოლდოვისთვის, არაჩვეულებრივი ამბავია ბოსნიისთვის, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადადის და ამიტომ საქართველომ უნდა დააჩქაროს მუშაობა, რომ ასევე გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. დრო მიდის და პროგრესი საჭიროა. არსებობს მკაფიო გეგმა – 9 ნაბიჯი. ახლა ერთად უნდა დავსხდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დრო არ დაიკარგოს”, – განაცხადა ელჩმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები