spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას გააგრძელებს

საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა, საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ეს შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას გააგრძელებს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული და ასეც დარჩება.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ის დამოკიდებულია ქვეყნის წინსვლაზე, წელს საქართველომ უკან დაიხია, ხოლო სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა წინ წაიწიეს.

“გაფართოების შესახებ წლიური ანგარიში საერთოა იმ ათივე ქვეყნისთვის, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა. გაფართოების შესახებ ანგარიშის ყურადღების ცენტრშია წინსვლა ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით ყველა სფეროში. შარშან ანგარიშის გამოქვეყნებამ საზეიმო აღნიშვნის შესაძლებლობა მოგვცა, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის, ეს იყო იმედით აღსავსე დღე. ერთი წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა, საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ეს შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას გააგრძელებს.

ეს ანგარიში, ბოლო 12 თვის განვითარებული მოვლენების სამართლიან შეფასებას წარმოადგენს, ის მიღწეულ წინსვლასაც აღიარებს, მაგალითად ენერგეტიკის სივრცეში ნაწილობრივ დაიწყო ბაზრის გახსნა, ასევე, აღინიშნა მზაობა რეფორმების მიმართულებით კლიმატის დაცვის მიმართულებით. ასევე, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით მოვლენების განვითარება მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, ეს მიღწევები დაჩრდილა შემაშფოთებელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, ევროკავშირის მიმართ მტრულმა ნარატივებმა და დეზინფორმაციამ.

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა 9 ნაბიჯი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არ იყო საკმარისი მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად. გასული წლის შემდეგ, ამ ნაბიჯების განხორციელების კუთხით, საქართველოს უმნიშვნელო წინსვლა ჰქონდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკუსვლა მოხდა სასამართლო სისტემაში, ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.

ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული და ასეც დარჩება. ის დამოკიდებულია ქვეყნის წინსვლაზე, წელს საქართველომ უკან დაიხია, ხოლო სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა წინ წაიწიეს. 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთი შეეხება არჩევნების ჩატარებას. საქართველოში არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის წევრისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება, საჭიროა, რომ ამ დარღვევების გამოძიება სწრაფად მოხდეს. ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალი, ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია.

ვთავაზობ ხელისუფლებას, რომ ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ 103 გვერდი, ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებისკენ. საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე, თუ, რეფორმებს განახორციელებს. საქართველოს მომავალი მთავრობა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებს. გთხოვთ, ნუ დაკარგავთ იმედს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები