საქართველოზე ფოკუსი იქნება უმაღლეს დონეზე ევროკავშირის მეთაურების მიერ და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ უნდა შეფასდეს და რა ზომები უნდა მიიღონ ამ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირი დააკვირდა არჩევნებს და დაადგინა, რომ ძალიან სერიოზული დარღვევები ფიქსირდებოდა საქართველოში და ამიტომ მოვუწოდებ ცესკოს და სხვა ორგანოებს, რომ გამოიძიონ ეს დარღვევები.
“ეს არჩევნები გადამწყვეტი იყო ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით და პირველად მისცა ხმა საქართველოს მოსახლეობამ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელმა. ეს დარღვევები უნდა გადაიჭრას ძალიან გამჭვირვალე მეთოდით. ბორელმა თქვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს არჩევნები, როგორც სამართლიანი და თავისუფალი, თუმცა არც უარყვეს ეს წინადადება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველა ორგანო საქართველოში ძალიან სწრაფად გამოიძიებს ამ დარღვევებს. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა არ ჩავთვალეთ არ ჩავატარეთ დაკვირვება ამ არჩევნებზე. ეუთო/ოდირი დააკვირდა არჩევნებს და დაადგინა, რომ ძალიან სერიოზული დარღვევები ფიქსირდებოდა საქართველოში და ამიტომ მოვუწოდებ ცესკოს და სხვა ორგანოებს, რომ გამოიძიონ ეს დარღვევები. ჩვენ თვალს მივადევნებთ ამ გამოძიებას. საქართველოზე ფოკუსი იქნება უმაღლეს დონეზე ევროკავშირის მეთაურების მიერ და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ უნდა შეფასდეს და რა ზომები უნდა მიიღონ ამ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.