spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – შეხვედრები მქონდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, არავინ გამოსულა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ

ყველა, ვისაც გავესაუბრე, მმართველი პარტიიდან, ოპოზიციური პარტიებიდან, ყველა მხარს უჭერდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ელჩების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

“როგორც ევროკავშირის ელჩს თბილისში, შეხვედრები მქონდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ყველა პარტიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ორგანიზაციებთან, მეცნიერებთან, არავინ გამოსულა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. ყველას, ვისაც გავესაუბრე, მმართველი პარტიიდან, ოპოზიციური პარტიებიდან, ყველა მხარს უჭერდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

მისივე თქმით, საქართველოსთვის მომდევნო კვირები მნიშვნელოვანი იქნება.

 

“8 ნოემბერს ჩვენ ველოდებით გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშს რეკომენდაციებით. წლის ბოლოს კი, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. პრეზიდენტი გეგმავს, იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ევროკავშირის თვალსაზრისით, ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც საჭიროა, რომ ყველამ ძალიან გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ 27 წევრი სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსის მისაღებად”, – განაცხადა ელჩმა.

 

ხათუნა სამნიძემ და ხატია დეკანოიძემ განაცხადეს, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელი პარტნიორებისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გადავადებას ითხოვენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები