spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედება.

 

“ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობებით. ახლა კი, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები. ექვსი თვით მის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების კვალიფიციური უმრავლესობის მეტი სჭირდება. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება და წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას მიიღებენ.

 

ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები იზარალებენ, რადგან ისინი მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის პირობებით და ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ MOVEMENT-თან ინტერვიუში. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები