spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს.

 

მისი თქმით, წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, მაგრამ საჭიროა 27-ვე წევრი სახელმწიფოს შეთანხმება.

 

“ამ დროსთვის უმაღლეს დონეზე ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სიტუაცია არაერთგვაროვანია. ერთის მხრივ, პოზიტიური სიახლე ის არის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს. მაგრამ როგორც ვიცით, საჭიროა ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს შეთანხმება. ევროკავშირის წევრის ქვეყნების უმრავლესობა მზადაა მხარდაჭერისთვის, თუმცა ამ დროისთვის არ არსებობს ერთსულოვნება. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ, რათა მიაღწიოს შეთანხმება.

 

ერთი კვირა ჯერ კიდევ დარჩენილია და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უკრაინასა და მოლდოვასთვისაც”,- განაცხადა ელჩმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები