spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – ვიმუშავებთ ამაზე, რომ მოვამზადოთ სანქციები

რაც საქართველოში ხდებოდა ბოლო 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, რომ მოვამზადოთ სანქციები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციების პოლიტიკა რთულია, რადგან ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ერთსულოვნებაა საჭირო, თუმცა მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლების წევრების სანქცირებაზე აუცილებლად იქნება.

“მკაფიო და ხმამაღლა მინდა ვთქვა ევროკავშირის სახელით, რომ ჩვენ ვხედავთ ხალხს ქუჩაში, ჩვენ ვართ შოკირებული ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვისაც სურს უკეთესი მომავალი.

მე ვიყავი გასულ კვირას ბრიუსელში და მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა 27 ელჩთან. ასევე, 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს  და განვიხილავთ საქართველოს საკითხებს, განხილული იქნება ასევე მომავალ კვირას საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ძალადობისა და სისასტიკის დონე. ვნახოთ, რა მოხდება მომავალ კვირას.

კაია კალასმა თქვა, რომ იქნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგები იქნება შეთანხმებული ორშაბათს. ყველა ზომაა მაგიდაზე. საქართველოს მრავალი წელი ჰქონდა პრივილეგირებული ურთიერთობა ევროკავშირთან, მაგრამ რაც ხდება, შეუთავსებელია ევროკავშირთან.

როდესაც საქმე სანქციების პოლიტიკას ეხება, ეს არის ძალიან რთული ევროკავშირისთვის, იმიტომ, რომ გვჭირდება 27 ქვეყნის ერთსულოვნება, მიუხედავად ამისა, რაც საქართველოში ხდებოდა ბოლო 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს და მე ვიცი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, რომ მოვამზადოთ სანქციები”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები